ქარსაფარი ზოლი რუსთავის შემოსასვლელში
воскресенье, 1 ноября 2009 г.
ქარსაფარი ზოლი რუსთავის შემოსასვლელში
პროექტის მოკლე აღწერა: გავარკვიოთ შესაძლებელია თუ არა რუსთავის შემოსასვლელში ქარსაფარი ზოლის გაშენება, რომ რუსთავის ახალი დასხალება დაიცვას ქარისაგან.
პროექტის სრული აწერა: X კლასის სასწავლო სტანდარტში მისაღწევი შედეგიდან(გეო.X.1. განსაზღვრავს პრობლემა, გეოგრაფიული კვლევის მიზანს, მისი გადაჭრის გზებს და მიმართულებებს) გამომდინარე ავირჩიეთ პრობლემა.
ქ.რუსთავის ახალი დასახლების ტერიტორიაზე (მდ.მტკვრის მარჯვენა სანაპირო), განსაკუთრებით რუსთავის შემოსასვლელში ხშირია ქარი, ტერიტორია მოკლებულია მწვანე საფარს.
ჩვენი მიზანია გავარკვიოთ შესაძლებელია თუ არა ქ.რუსთავის შემოსასვლელში ქარსაფარი ზოლის გაშენება. გამოვკითხოთ ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოვიძიოთ ინფორმაცია ქარსაფარი ზოლის მნიშვნელობის შესახებ. მოვაწყოთ შეხვედრა გეოგრაფებთან და ბიოლოგებთან მეტი და ზუსტი ინფორმაციის მისაღებად. შვხვდეთ ქ. რუსთავის გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს, გავაცნოთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო და დავაინტერესოთ ჩვენი პროექტით.
მონაწილეთა ასაკი: X კლასის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სახელმძღვანელოებში და ინტერნეტში, მოახდენენ ამ ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს, მამზადებენ კითხვარებს, მოაწყობენ შეხვედრებს სპეციალისტებთან.
მოსალოდნელი შედეგები: კითხვარებისა და ბუკლეტების შექმნა, მოძიებული ინფორმაცის წარმოდგენა ელექტრონული საშუალებებით(მაგ. პრეზენტაციის გაკეთება, ბლოგის შექმნა).
სარგებელი სხვებისთვის: თუ პროექტით დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანიზაციები და პროექტის განხორციელება მოხდა, რამდენიმე წლის შემდეგ სარგებელი იქნება რუსთავის (ახალი დასხლება) მცხორებლებისათვის, ქარის ძალა შემცირდება აღნიშნულ ტერიტორიაზე.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია- განსაზღვრავს პრობლემას, გეოგრაფიული კვლევის მიზანს, მისი გადაჭრის გზებს და მიმართულებებს.
პროექტის ფასილიტატორი: ხ.წასიძე
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: xatunatsasidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: www.xatunatsasidze.blogspot.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)